მე-15 საჯარო სკოლა

მე–15 სკოლის ისტორია

 1957 წელს გუდამაყრის ქუჩაზე გაიხსნა კეთილმოწყობილი სკოლა,რომელიც ღრმაღელის 8 წლიანი სკოლის ბაზაზე შეიქმნა,შემდეგ  კი სკოლას ეწოდა ქ. თბილისის მე–15 საშუალო სკოლა ,რომლის დირექტორად მუშაობდა ამირან მათითაშვილი.ხოლო სასწავლო ნაწილის გამგეებად მუშაობდნენ ვლადიმერ ჭუმბურიძე და გ.შეყლაშვილი.

ბატონი ამირან მათითაშვილი წლების მანძილზე ღირსეულად ხელმძღვანელობდა სკოლის პედაგოგიურ შემადგენლობას. გასაკვირი არაა,რომ დღესაც მე–15 სკოლას სიყვარულით „ამირანის სკოლას „ უწოდებენ.

წლების განმავლობაში სკოლაში მუშაობდა რუსულ–ქართული სექტორი, მოსწავლეთა რაოდენობა კი ორი ათასს და მეტს აღწევდა. მეცადინეობა სკოლაში ოთხ ცვალში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა,დისციპლინისა და აკადემიური მოსწრების მიხედვით სკოლა ერთ–ერთი პირველი იყო არა მარტო ქალაქში, შეიძლება ითქვას რესპუბლიკაშიც. ამას მოწმობს იმ პერიოდში მიღებული გარდამავალი დროშები და ვიმპელები,განათლების სამინისტროს სიგელები.გასული წლების წარმატებებში ღირსეული წვლილი მიუძღვის სკოლის მთელ პედაგოგიურ კოლეკტივს, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმის დიდი სიყვარულით.

1983 წელს, სკოლის დამსახურებულმა მასწავლებელმა რუსუდან ელიზბარაშვილმა საკუთარი სახსრებით გახსნა იაკობ გოგებაშვილის სახელობის მუზეუმი. გახსნას ესწრებოდნენ განათლების სამმართველოს უფროსი მამია გოგიტიძე,მაშინდელი ლენინის რაიონის განათლების განყოფილების მეთოდისტები,აგრეთვე განათლების განყოფილების გამგე გურგენიძე,მინისტრის მოადგილე მანანა კობახიძე,ვახტანგ გორგანელი,ქალაქისა და რაიონის სკოლის მასწავლებლები.

1984 წელს ჩატარდა რესპუბლიკის სკოლების მუზეუმების დათვალიერება,სადაც გამარჯვებისათვის მუზეუმი დაჯილდოვდა ქების სიგელით.1984 წელს  მუზეუმის გახსნის 1 წლის თავზე,ჩატარდა ღონისძიება დევიზით:“იაკობ გოგებაშვილის მოამაგენი“.მოწვეულნი იყვნენ ბ–ნები ვალერიან რამიშვილი,უშანგი ობოლაძე,ზურაბ ბოცვაძე,დედაენის ავტორების ბურჯანაძისა და ბოცვაძის შთამომავლობა.ბ–ნმა ვალერიან რამიშვილმა და უშანგი ობოლაძემ ჩანაწერები გააკეთეს შთაბეჭდილებების წიგნში.მუზეუმი დაათვალიერეს ქალაქისა და რაიონის სკოლებმა.ექსკურსიაზე ივნენ გულრიფშის რაიონის მასწავლებლები.

1987 წელს სკოლას დირექტორი შეეცვალა. სკოლის დირექტორი რომან მოსეშვილი გახდა. სკოლის პედაგოგიურ შემადგნელობას კი ბევრი ახალგაზრდა მასწავლებელი შეემატა.სკოლაში მოსული ახალგაზრდა პედაგოგების უმრავლესობა მე–15 საშ. სკოლის გაზრდილია.ისინი ღირსეულად ამოუდგნენ გვერდში თავის ყოფილ პედაგოგებს.

სკოლას წლების განმავლობაში ჰყავდა ღირსეული სასწავლო ნაწილის გამგეები:

კ.გიორხელიძე, მ.ბურდილაძე,ნ.გორგაძე,პ.მაისურაძე,მ.გუჯაბიძე, ი.კაპანაძე,მ.ვაჭარაძე,ლ.მამადაშვილი.

სკოლა მუშაობდა კაბინეტურ სისტემაზე.ყველა დარგში მოწყობილი იყო მექანიზებული კაბინეტ–ლაბორატორიები.განსაკუთრებით გვინდა გამოვყოთ ქიმიის კაბინეტი რომელიც დაარსა რესპუბლიკის დამსახურებულმა პედაგოგმა,ქალბატონმა ვენერა კაჭახიძემ ,რომელიც გახლდათ მეთოდისტი.მისი ხელმძღვანელობით სკოლის ქიმიის კაბინეტში  კვალიფიკაციას იმაღლებდნენ პედაგოგები.ატესტაციის შედეგად კაბინეტმა პირველი ხარისხის დიპლომი აიღო თბილისის მასშტაბით.

წლების განმავლობაში სკოლის უფროსი კლასები აქტიურად მონაწილეობდნენ სოფელ ძევერის სოფლის მეურნეობის საქმიანობაში,რისთვისაც რესბუპლიკის სიგელიც დაიმსახურეს.

მე–15 სკოლას 1997 წლიდან  ხელმძღვანელობდა ქალბატონი  გულნარი ჯაშაშვილი.მიის სკოლაში მოღვაწეობა დაემთხვა რეფორმების პერიოდს განათლების სისტემაში. ქალბატონმა გულიკომ ,როგორც ნამდვილმა “რეფორმატორმა”, სკოლას დაუბრუნა ადრინდელი სახელი და პოპულარობა:კეთილმოეწყო შენობა,მოწესრიგდა გათბობის სისტემა,ამაღლდა სწავლებისა და დისციპლინის ხარისხი.ჩატარდა მრავალი სასკოლო და სარაიონო ღონისძიება,პროექტი,დაწესდა ღია კარის დღე,გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.

მე–15 საჯარო სკოლაში მრავალი ცნობილი პიროვნების სახელოვან გზას ჩაეყარა საფუძველი:

ლადო პაპავა,ზაზა აზმაიფარაშვილი,ზურაბ ჯანგულაშვილი,ზაზა მეზვრიშვილი,ილია გოგოლაძე,ზურა აზმაიფარაშვილი,კობა ლიკლიკაძე,ლია ანთაძე,პაატა ღაძაძე,ზურაბ ფოჩხუა  და ბევრი სხვა წარმატებული ადამიანი მე–15 სკოლის აღზრდილია.

მე–15 საჯარო სკოლა ღირსეულად ასრულებდა თავის საგანმანათლებლო მისიას.მაღალი იყო მასწავლებელთა პროფესიონალიზმი,მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ხარისხი. სკოლაში ტარდებოდა კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებები,მოსწავლეები მონაწილეობდნენ სარაიონო და რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში,ეწეოდნენ ქველმოქმედებას.

მე–15 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა  საახალწლო საჩუქრებით გაახარეს იაშვილის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებული ბავშვები:

1422354_424490347650496_2097084325_n 1441199_424490527650478_622582912_n 1451347_424490467650484_712572121_n 1458560_424490864317111_850282345_n 1463297_424490407650490_1181067973_n 1463763_424490670983797_481465652_n

374482_424490584317139_924171371_n

მე–15 სკოლის ბოლო დირქტორად მუშაობდა ქეთევან აბესაძე. 2008 წელს სკოლაში მოხდა ავარიული ჩამონგრევა. სკოლა დროებით განთავსდა 207–ე სკოლის შენობაში.

2010 – წლის აგვისტოში მოხდა სკოლის რეორგანიზაცია რის შედეგადაც მე–15 სკოლა შეუერთდა 207–ე საჯარო სკოლას თავისი მოსწავლეთა კონტიგენტითა და მასწავლებელთა კოლექტივით.

207–ე სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი გაგებით მოეკიდა მე–15 სკოლის პრობლემებს.ერთცვლიანი სკოლა გადავიდა სწავლების სამცვლიან რეჟიმზე. დღესაც ერთად ვაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ “მეთხუტმეტელებს” მაინც გვაწუხებს ნოსტალგია და ვიტოვებთ იმედს,რომ განათლების სამინისტრო დაინტერესდება ჩვენ მიერ ჭამოჭრილი პრობლემებით.

დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.