ავჭალათბილისის გარეუბანი 1962 წლიდან, ამჟამად გლდანი-ნაძალადევის რაიონის ნაწილი. ადრე სოფელი გარდაბნის რაიონში. მდებარეობს თბილისის ჩრდილოეთით, საგურამოს ქედის მთისწინეთისა და გარე კახეთის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში, მდ. მტკვრისმარცხენა ნაპირის ტერასაზე, ზღვის დონიდან 440 მ.

ავჭალა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სოფელი იყო. ისტორიულ ქრონიკებში ხშირად მოიხსენიება. დიდი თურქობის დროს, XI საუკუნის 80-იან წლებში, თურქები ზამთრობით ავჭალასა და დიღომში იდგნენ. IX-XI საუკუნეებში ავჭალა თბილისის საამიროში შედიოდა, XII-XIII საუკუნეებში – კახეთის საერისთავოში.

ავჭალასთან მტკვარზე კარგი ფონი იყო, რითაც სარგებლობდნენ ლეკი მოთარეშეები. ლეკებისაგან თავდასაცავად 1734 წელს მტკვრის გაყოლებით აშენდა ციხე და 12 კოშკი. 1887 წელს კი თბილისის წყლით მოსამარაგებლად შეკრიბეს წყაროები და გაიყვანეს ავჭალის წყალსადენი.

სოფელი ავჭალა გაყოფილი იყო ორ ნაწილად: ზემო და ქვემო ავჭალად. ზემო ავჭალა იწყებოდა თითქმის მცხეთიდან გვინდაძის ხევამდე, ხოლო ქვემო ავჭალა იწყებოდა გვინდაძის ხევიდან მდინარე გლდანულამდე. უბნის ასეთი დაყოფა და შესაბამისი ტოპონიმები დღემდე შემორჩა.

ავჭალა საყოველთაოდ ცნობილი გახდა ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური მშენებლობის შემდეგ. თბილისისაკენ მიმავალი გზატკეცილის გაყოლებით აიგო მრავალი საწარმო: ელმავალმშენებელი ქარხანა, თუჯსამსხმელო ქარხანა ცენტროლიტი, შამპანიურის ქარხანა, კონიაკის ქარხანა, ღვინის ჩამომსხმელი ქარხნები, ჩაის საწონი ფაბრიკა და სხვა.

დასახლებები.

1. გეოლოგების.
2.მეფუტკრეობის.
3. ზაჰესის.
4. ზემო ავჭალის.
5. დაჩები.
6. ზემკა.
7. ცენტროლიტი.
8. ქვემო ავჭალის.
9. შემპანიურის.
10. ჩაის.
11. კონიაკის.
12. პატარა გლდანის

ქუჩები

1. ავჭალის (ზაჰესის).
2. ანდრონიკაშვილის ( ზემო ავჭალა ).
3. ბარალეთის ( ზემკა, ცენტროლიტი ).
4. ბარისახოს ( ზემო ავჭალა ).
5. ბაღნარის ( ქვემო ავჭალა ).
6. ბიჭვინთის ( ზემო ავჭალა ).
7. გაგრის ( ზემკა )
8. ენერგეტიკოსების (ზაჰესის).
9. ვარდევანის ( ზემო ავჭალა ).
10. ზარზმის ( კონიაკი, ჩაი, შამპანიური)
11. ზაჰესის ( ზემო ავჭალა ).
12. თავისუფლების (ზაჰესის).
13. ილორის ( კონიაკი, ჩაი, შამპანიური)
14. იპ. ივანოვის ( კონიაკი, ჩაი, შამპანიური)
15. კასკადის (ზაჰესის).
16. კაჭარავას ( პატარა გლდანი )
17. კეცხოველის (ზაჰესის).
18. ლაზოს ( ქვემო ავჭალა ).
19. ლიბანის ( ცენტროლეტი ).
20. მეხუთე ( ქვემო ავჭალა ).
21. მშვიდობის (ზაჰესის).
22. პლატინის (ზაჰესის).
23. რევოლუციის ( ზემო ავჭალა ).
24. რიონის ( ქვემო ავჭალა ).
25. სარაჯიშვილის გამზირი ( კონიაკი, ჩაი, შამპანიური, ქვემო ავჭალა ).
26. სკოლის ( ზემო ავჭალა ).
27. სხვიტორის ( ზემო ავჭალა ).
28. უწერის ( ზემო ავჭალა ).
29. ფოცხიშვილის ( ქვემო ავჭალა ).
30. ყაზბეგის (ზაჰესის).
31. ყუშიტაშვილის ( ზემო ავჭალა ).
32. შუშის ( ქვემო ავჭალა ).
33. ჩიქვანაიას ( ზემო ავჭალა ).
34. მ. წერეთელის ( ქვემო ავჭალა ).
35. წინამძღვრიშვილის (ზაჰესის).
36. ჭიჭინაძის (ზაჰესის).
37. ჭრებალოს ( ზემო ავჭალა ).
38. ხანძთელის ( ზემო ავჭალა ).
39. ხევძმარის ( კონიაკი ).
40 ხეჩუაშვილის ( ზემო ავჭალა ).

ნაძალადევი:

ნაძალადევის რაიონი, თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და მის სახელს არაერთი ისტორიული ფაქტი უკავშირდება. კერძოდ, საუბარია მეოცე საუკუნის დასაწყისის რევოლუციურ მოძრაობებზე, რომელთა ძირითადი შტაბ-ბინა სწორედ „ნახალოვკაში“ მდებარეობდა. ძველი უბნის ძველი ფოტოების დახმარებით თბილისის ამ კოლორიტული რაიონის ისტორიას გაგაცნობთ.

1111

მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისის გეგმებზე რკინიგზის გადაღმა დაიწყეს ძველი და ახალი ნაძალადევის აღნიშვნა, რომლებსაც ხუდადოვის ტყის მასივი ყოფდა. ძველი ნაძალადევის აღმოცენება დაიწყო 1870-იან წლებში, კერძოდ, 1872 წელს თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის შემდეგ, რკინიგზის სადგურის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშახელი უნებართვოდ იკავებდა მიწებს და სახლდებოდა. რკინიგზის მუშები აქ ხელისუფალთა და მიწათმფლობელთა დაუკითხავად, ნაძალადევად აშენებდნენ მცირე ზომის სახლებს. ოფიციალურმა ხელისუფლებამ ამ უბანს „ნაძალადევი” შეარქვა და არავითარ ყურადღებას არ აქცევდა მის კეთილმოწყობას. მეოცე საუკუნის დასაწყისში ტყის მეორე მხარეს ასეთივე დასახლება – „ახალი ნაძალადევი” აღმოცენდა. სტიქიურად აღმოცენებული მუშათა დასახლებები, ეგრეთ წოდებული „ნახალოვკები,” იმ დროის რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებშიც წარმოიშვა.

ნაძალადევის რკინიგზის სახელოსნოები თბილისის პროლეტარიატის საბრძოლო სკოლად იქცა. აქ 1900 წლის ზაფხულში რევოლუციურად განწყობილი მუშის, აზმაიფარაშვილის სახლის სარდაფში მოეწყო ამიერკავკასიაში პირველი არალეგალური სტამბა, სადაც იბეჭდებოდა საბრძოლო მოწოდებები და პროკლამაციები. 1905 წლის დეკემბერში, საყოველთაო პოლიტიკური გაფიცვის პირველი დღეებიდან, ნაძალადევში ხელისუფლება აჯანყებული პროლეტარიატის ხელში გადავიდა. მუშური ნაძალადევი მოკლე დროით „რესპუბლიკა” გახდა. მუშები იარაღდებოდნენ – გაფიცვა შეიარაღებულ აჯანყებაში უნდა გადაზრდილიყო. მეფის მთავრობამ რეპრესიებს მიმართა და რკინიგზაზე სამხედრო წესები გამოცხადდა. 17 დეკემბერს ჯარებმა ნაძალადევს ალყა შემოარტყეს. ხელისუფლებამ ცხენოსანი ნაწილები და არტილერია გამოიყენა. უთანასწორო ბრძოლაში მთავრობამ 1 000-მდე ჯარისკაცი გამოიყვანა. ისინი გამოიყენებდნენ ზარბაზნებსა და ტყვიამფრქვევებს, ხოლო აჯანყებულთა რაოდენობა ხუთას კაცს არ აღემატებოდა და აქედან მხოლოდ 200 იყო შეიარაღებული. შეტაკებაში მძიმედ დაიჭრა სიმონ ტერ-პეტროსიანი, იგივე კამო, რომელიც შემდგომ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში გადაიყვანეს. ცნობილი ფაქტია, რომ შეტაკებაში დაიღუპა 9 მუშა, რომლებსაც სოციალ-დემოკრატიული გაზეთ „სხივის” 1906 წლის პირველი იანვრის ნომერი სახალხო მილიციელებად მოიხსენიებდა. მაშინდელმა მთავრობამ დაღუპულების დაკრძალვის სამგლოვიარო პროცესის მოწყობა აკრძალა და დაღუპული მუშები მათმა მეგობარმა რევოლუციონერებმა კუკიაზე, საძმო საფლავში დაკრძალეს. ცნობისთვის, კუკიაზე მდებარე 9 ძმის ქუჩას, სწორედ 9 დაღუპული რევოლუციონერის პატივსაცემად ეწოდა და ქუჩის სახელწოდებას არანაირი კავშირი არ აქვს ცხრა ძმა ხერხეულიძესთან. აჯანყებულთა განადგურების სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ სოციალ-დემოკრატებისადმი სიძულვილით ცნობილი, ქალაქის დროებითი გუბერნატორი და მისი მოადგილე, მონარქისტი გენერლები – ალიხანოვ-ავარსკი და გრიაზნოვი. მოგვიანებით, 1906 წელს, ორივე გენერალი მოკლეს. გენერალი გრიაზნოვი ბარიატინსკის (ამჟამინდელ გია ჭანტურიას) ქუჩაზე სასიკვდილოდ დაიჭრა აფეთქების შედეგად. ტერორისტული აქტის მომწყობად მაშინდელმა ტფილისის ჟანდარმერიამ დეპოს მუშა არსენა ჯორჯიაშვილი  დაასახელა, თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჯორჯიაშვილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა გრიაზნოვის მკვლელობასთან და არც რევოლუციური მოძრაობის წევრი იყო. 1921 წელს, საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის დაკვეთით, ივანე პერესტიანმა გრიაზნოვის მკვლელობაზე გადაიღო ცნობილი პროპაგანდისტული ფილმი „არსენა ჯორჯიაშვილი”, სადაც არსენას როლი სახელოვანმა ქართველმა კინორეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა ითამაშა.

ნაძალადევში რევოლუციური მოღვაწეობა დაიწყო სტალინმა. აქ რკინიგზის სახელოსნოებში მუშაობდნენ და რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდნენ: მ. კალინინი, ბ. ბოჭორიძე, ზ. ჩოდრიშვილი, გ. თელია. ვ. სტურუა. პ. მონტინი და სხვა ცნობილი რევოლუციონერები. რკინიზგის სახელოსნოებში მუშაობდა და ნაძალადევის რაიონში ცხოვრობდა თბილისში გარკვეული ხნით ჩამოსული ალექსეი პეშკოვი, იგივე მაქსიმ გორკი. სწორედ თბილისში, გაზეთ „კავკაზში” გამოიცა მისი პირველი მოთხრობა „მაკარ ჩუდრა”.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ნაძალადევს ვლადიმირ ლენინის სახელობის რაიონი ეწოდა. უბნის კეთილმოწყობა და გაფართოება სწორედ საბჭოთა პერიოდს უკავშირდება. აქ დაიწყო ფუნქციონირება პლეხანოვის სახელობის კლუბმა (ამჟამინდელი თბილისის არტ-ჰოლი), რომლის შესასვლელთან  ლენინის ქანდაკება იდგა. ნაძალადევის რაიონის ცენტრალურ ქუჩაზე, რომელსაც საბჭოთა დროს ოქტომბრის ქუჩა ერქვა, ამჟამად კი ცოტნე დადიანის სახელს ატარებს, მოძრაობდა ტრამვაი, რომლის დემონტაჟი 2000-იანი წლების შუა პერიოდში მოხდა. ოქტომბრის ქუჩაზევე, 1966 წლის 11 იანვარს, მუშაობა დაიწყო თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის მეტროსადგურმა „ოქტომბერმა” (ამჟამად „ნაძალადევმა”). ნაძალადევის რაიონშია ცნობილი ეკლესია, რომელიც საბჭოთა პერიოდში აბანოდ იყო გადაკეთებული. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მეექვსე საუკუნეში აუშენებიათ. ამ ადგილას ადრე სასაფლაო ყოფილა. შემდგომში ეკლესია რამდენჯერმე დაინგრა, მათ შორის, არაბების ბატონობის პერიოდში, თუმცა, მეფის რუსეთის დროს კვლავ აღუდგენიათ. გასაბჭოების შემდგომ წლებში, 1931 წელს, ეკლესია ბოლშევიკებმა აბანოდ გადააკეთეს. წლების განმავლობაში ხალხმა არც კი იცოდა ეკლესიის არსებობის შესახებ. მოგვიანებით აბანო გაფართოვდა და საკურთხევლის ადგილას კი აბანოს ნომრები მოაწყვეს, ეკლესიის შენობაში ქიმწმენდის საამქროც კი ფუნქციონირებდა. მეოცე საუკუნის 90-იან წლებში აბანოს ტერიტორია დაუბრუნდა საქართველოს საპატრიარქოს და აშენდა ახალი ეკლესია.

ხუდადოვის ტყე:

ამ სახელწოდებით მოაღწია დღემდე მტკვრის მარცხენა სანაპიროს ფერდობზე გაშენებულმა მწვანე მასივმა. 1893 წელს ქალაქის სათათბიროს წევრის, ექიმ ნიკო ხუდადოვის ინიციატივით, სახაზინო მიწაზე ტყის გაშენება დაიწყეს. თბილისის მცხოვრებლებმა ტყეს იმთავითვე ხუდადოვის სახელი შეარქვეს. ხუდადოვის ტყეში იყვნენ დასაფლავებული მაღალი რანგის ბოლშევიკები: ბოლშევიკების სასაფლაო ამჟამად გაპარტახებული და მიტოვებულია.

თბილისის წყალსაცავი:

თბილისის წყალსაცავი„თბილისის ზღვა“სამგორის წყალსაცავი, წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე, ქ. თბილისისჩრდილო–აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების — ავლაბრის,ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ექსპლუატაციაშია 1953წლიდან. ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ — ვიწრო. სიგრძე — 8,75 კმ, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. ფართობი 11,6 კმ2. წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. უდიდესი სიღრმე 45 მ. საშუალო სიღრმე 26,6 მ. წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე, სარწყავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, კლებულობს 7-10 მ-ით.

წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა ნაპირთან მერყეობს 3,7°C-იდან (იანვარი-თებერვალი) 21,6°C-მდე (აგვისტო), მაქსიმალური ტემპერატურა 26,2°C. წყალსაცავზე უმეტეს შემთხვევაში ჰომოთერმიაა დამყარებული. ზოგჯერ ზამთრობით, წყნარ ამინდში სუსტად გამოსახული შებრუნებული ტემპერატურული სტრაფიკაცია, ხოლო ზაფხულობით — კარგად გამოსახული პირდაპირი სტრატიფიკაცია.

ყინულსაფარი წყალსაცავზე არ ჩნდება, ცივ ზამთარში წარმოიქმნება ყინულნაპირისი და თოში. ხშირი ქარის გამო იცის ღელვა. წყლის მინერალიზაცია 300-500 მგ/ლ შეადგენს. თბილისის წყალსაცავი ოლიგოტროფული წყალსატევია. საზრდოობს მდინარე ივრის წყლით, რომელიც მასში სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით ჩადის. თბილისის წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად, წყლის სპორტისათვის. წყალსაცავიდან წყალი გადის სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხითა და ღრმაღელის მაგისტრალური არხით.

Tbilisi_sea 27_big 31_big

თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა:
111 elmaval

1939 წელი.

თბილისის ორთქმავალვაგონშემკეთებელი ქარხნის გაფართოვებასთან დაკავშირებით მიღებულია

გადაწყვეტილება მთლიანად ქარხნის გადატანა ქალაქის ბოლოში მისი ერთდროული რეკონსტრუქციით.

1945 წელი.

ელმავალშემკეთებელმა საამქრომ შეასრულა მოტორ–ვაგონური შემადგენლობის მოდერნიზაცია, რომელიც მუშაობდა მუდმივი დენის 3000 ვოლტ ძაბვაზე.

1949 წელი.

ქარხანა გაიშვა ექსპლუატაციაში როგორც ლოკომოტივშემკეთებელი.

 

1956 წელი.

სკკპ ცკ და სსრკ მინისტრთა საბჭოს მიერ ქვეყნის სარკინიგზო ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის გენერალური გეგმის მიღებასთან დაკავშირებით და მაგისტრალური ელმავლების მოთხოვნილების გაზრდის გამო მიღებულია გადაწყვეტილება თბილისის ლოკომოტივშემკეთებელ ქარხანაში მაგისტრალური ელმავლების აშენებეის შესახებ.

1957 წელი.

თბილისის ლოკომოტივშემკეთებელ ქარხანას დაერქვა ელმავალმშენებელი ქარხანა. იწყება ქარხნის რეკონსტრუქცია და გაფართოვება. პირველი ელმავალი Н8-201, შემდგომში ВЛ8-201, გამოშვებულია ქარხნის მიერ ამავე წლის 30 დეკემბერს. ასე დაედო საწყისი მაგისტრალური ელმავლების მშენებლობას საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში.

1958 წელი.

ელმავალმშენებლობის დარგში ტექნიკური პროგრესის ტემპების დაჩქარების მიზნით ქარხანაში ორგანიზებულია სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო (სსბ) ახალი მაგისტრალური ელმავლების დაპროექტებისათვის, ათვისებულია ელმავლის ძირითადი კვანძების წარმოება: წევის ძრავის, დამხმარე მანქანების, გაშვების მარეგულირებელი აპარატების, დაცვის აპარატურის ნაწილების, დენმიმღების და სხვა, სულ დაახლოებით 1000 კვანძი და დეტალი. არსებობის პირველ ათწლეულში თემქ–აში ათვისებულია ელმავლის 250 ათასი კვანძის და დეტალის გამოშვება, მოთხოვნილი რაოდენობის 80%–მდე.

1961 წელი.

შეიქმნა Т8 შემდგომში ВЛ10 სერიის მუდმივი დენის რვაღერძიანი მაგისტრალური ელმავალი.

1963-1967 წლები.

1963–1965 წწ. ქარხანაში სსბ–ს მიერ დაპროექტდა, ხოლო 1966-1967 წწ. ამ პროექტის მიხედვით აშენდა ორი საცდელი ცვლადი დენის 25 კვოლტი ძაბვის 50 ჰერცი სიხშირის სამგზავრო ელმავლები ВЛ40 160 კმ/საათში კონსტრუქციული სიჩქარით და ჯგუფური III კლასის ამძრავით რომლებისათვის დამზადებული იქნა 1600 კვატი სიმძლავრის მუდმივი დენის წევის ძრავები ТЛ1.

1966 წელი.

ქარხნის სსბ–მ დააპროექტა და ააწყო ВЛ-8В – მსოფლიოში პირველი მუდმივი დენის 3 და 6 კვოლტ ძაბვაზე მომუშავე ელმავალი იმპულსური რეგულირებით.

111 mataar 111matar 1

ქართული კონიაკი – საუკუნოვანი უბერებელი ტრადიცია

სააქციო საზოგადოება “დავით სარაჯიშვილი და ენისელი” გამგრძელებელია იმ ტრადიციებისა, რომელიც კონიაკის ქარხნის დამფუძნებელმა დავით სარაჯიშვილმა სახელმწიფოს უანდერძა. კომპანია საქართველოში კონიაკის წარმოების ლიდერია. აქ თხუთმეტი დასახელების პროდუქციას აწარმოებენ და საზოგადოებას უმაღლესი ხარისხის ალკოჰოლურ სასმელს სთავაზობენ.

საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებზე ს.ს. “დავით სარაჯიშვილი და ენისელის” კონიაკებს 17 გრან პრი, 109 ოქროს, 44 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული. კომპანია მსოფლიოს იმ საუკეთესო საწარმოთა რიცხვშია შესული, რომელთა პროდუქციაც წარმოების უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.დავით სარაჯიშვილი არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთის მთელს მაშინდელ იმპერიაში კონიაკის წარმოების ფუძემდებლად ითვლება.

კომპანიის ისტორია XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან იღებს სათავეს.

1884 წელს დავით სარაჯიშვილმა, საფრანგეთში განათლების მიღების შემდეგ, თბილისში დააარსა ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელი ფირმა და პირველი ქართული კონიაკის წარმოება დაიწყო. გამოშვებულმა პროდუქციამ ბიძგი მისცა ქართული კონიაკის წარმოების განვითარებას და აუცილებელი გახდა დავით სარაჯიშვილისეული ქარხნის მნიშვნელოვნად გაფართოება.

1911 წლის 20 ივნისს სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისივე ანდერძის თანახმად, ქონების უდიდესი ნაწილი საქართველოს საკუთრებად იქცა.

30-იანი წლების დასასრულს საფუძველი ჩაეყარა თბილისის გარეუბანში, ავჭალაში კონიაკის ქარხნის მშენებლობას, რომელიც დღეისათვის ს.ს “დავით სარაჯიშვილი და ენისელის” საკუთრებას წარმოადგენს. ქარხნის მშენებლობა მეორე მსოფლიო ომის გამო შეჩერდა და საბოლოოდ მწყობრში 1954 წელს ჩადგა. ახალი ქარხნის აშენება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართული კონიაკის წარმოების ისტორიაში.

1994 წლიდან, თბილისის კონიაკის ქარხნის ბაზაზე, შეიქმნა სააქციო საზოგადოება “დავით სარაჯიშვილი და ენისელი,” რომლის საქმიანობასაც საქართველოში ალკოჰოლური სასმელების – კონიაკის, არყის და ლიქიორის წარმოება წარმოადგენს. მისი სახელწოდება კი საქართველოში კონიაკის წარმოების ფუძემდებლისა და ქართული კონიაკის ყველაზე პოპულარული მარკის სახელისგან შეიქმნა. საუკუნოვანი ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით ს.ს.”დავით სარაჯიშვილი და ენისელი” ალკოჰოლური სასმელების მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს.

საწარმოს საცავებში, მუხის კასრებში ინახება უნიკალური ქართული საკონიაკე სპირტები, რომელიც მიღებულია ქართული ღვინომასალებიდან კონიაკის კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენების გზით.

ეს სპირტები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ასაკით, ისე გეოგრაფიული ადგილწარმოშობით, ზოგიერთი საკონიაკე სპირტის ასაკი კი 110 წელს აღემატება.

ბოლო ათი წლის განმავლობაში კომპანიაში ძირითადი საამქროების გადაიარაღება მოხდა, რამაც ს.ს.”დავით სარაჯიშვილი და ენისელს” საშუალება მისცა, მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქცია ეწარმოებინა.

1420288_744076698940339_62827068_n 1421429_744077015606974_449555272_n
მინისა და აგურის ქარხნები:

ქარხანამ ფუნქციონირება დაიწყო 1987 წლის ივლისში ქსნის მინის ტარის ქარხნის სახელწოდებით.

იმ პერიოდისათვის ეს იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში დარგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და

თანამედროვე ქარხანა 3 ღუმელითა და 8 საწარმოო ხაზით. გამოყენებული იყო იტალიური

ტექნოლოგიები. საბჭოთა კავშირის ნგრევისა და საქართველოში არსებული არასტაბილური

ვითარების პერიოდში (1991-1995) ქარხნის ინფრასტრუქტურას სერიოზული ზანი მიადგა.

1995 წელს ქარხანას ეწოდა სააქციო საზოგადოება “მინა” (100% სახელმწიფო წილით).

1997 წელს კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა თურქულმა სამრეწველო

ჰოლდინგმა”შიშეჯამმა”, რომელიც შედის მსოფლიოში მინის მწარმოებელი კომპანიების პირველ

ექვსეულში, 2 მილიარდ დოლარზე მეტი წლიური გაყიდვების მოცულობით და აერთიანებს 60-ზე

მეტ შვილობილ კომპანიას, დასაქმებულთა რაოდენობა კი აღწევს 17 ათასს.

პრივატიზაციის შემდეგ, პირველი ეტაპის ინვესტიციებით განხორციელდა პირველი ღუმელისა და

ორი საწარმოო ხაზის რეკონსტრუქცია-გადაიარაღება და კომპანიამ წარმოება განაახლა 1998 წლის

ივლისში, წლიური 18 ათასი ტონა სიმძლავრით.

2000 წლიდან შეინიშნებოდა ბაზრის მოთხოვნის სტაბილური ზრდა, რომლის დაკმაყოფილების

მიზნითაც მიღებულ იქნა საინვესტიციო გადაწყვეტილება და 2002 წლის 7 ნოემბერს ამოქმედდა

მეორე (ახალი) ღუმელი ორი საწარმოო ხაზით, წლიური 30 ათასი ტონა სიმძლავრით. ამრიგად

ქარხნის მთლიანი წლიური სიმძლავრე გაიზარდა 48 ათას ტონამდე (მზა პროდუქციის საშუალო

რაოდენობა).

სხვადასხვა დროს კომპანიის აქციონერები იყვნენ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC)

და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)

2003 წლიდან კომპანიის აქციების 99,98%-ს ფლობს კომპანიათა ჯგუფი “ანადოლუ ჯამ სანაიი

ა.შ.”რომელიც ჩამოყალიბდა 2000 წელს და გააერთიანა “შიშეჯამის” ჯგუფში შემავალი მინის ტარის

მწარმოებელი კომპანიები. დღეისათვის აღნიშნული ჯგუფი ს.ს “მინას” გარდა აერთიანებს 3 ქარხანას

თურქეთში და კომპანია “რუსჯამს” 5 ქარხნით რუსეთის ფედერაციაში. “ანადოლუჯამის” ჯგუფში

შემავალი კომპანიების მთლიანი წლიური სიმძლავრე შეადგენს დაახლოებით 1,8 მლნ ტონა ტარას

წელიწადში და დასაქმებულია 5 ათასამდე ადამიანი. წლიური გაყიდვების მოცულობა აჭარბებს 600

მილიონ აშშ დოლარს.

2008 წელს ექსპლუატაციის ვადის ამოწურვის გამო მუშაობა შეწყვიტა პირველმა ღუმელმა და

ამჯერად კომპანიაში ფუნქციონირებს ზემოთაღნიშნული მეორე ღუმელი.

1997-2010 წლებში ს.ს. “მინაში” განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა შეადგენს

დაახლოებით 25 მლნ დოლარს.

უახლოეს მომავალში იგეგმება საწარმოო სიმძლავრის გაორმაგება.

სანზონა:
უბანი თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაძალადევსა და თემქას შორის. იწყება გურამიშვილის გამზირის 30/31-ის შემდეგ და მთავრდება მეტრო სარაჯიშვილთან.
Nearby cities: თბილისი, რუსთავი, ვლადიკავკაზი
კოორდინატები:   41°45’52″N   44°47’31″E.

„ღრმაღელე“ — თბილისის მეტროპოლიტენის ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისერთ-ერთი სადგური, რომელიც „გურამიშვილის“ და „დიდუბეს“ სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1985 წელის 28 ნოემბერს გაიხსნა და მისი პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები თ. კალაძე და მ. თურქაძე. სადგურის მშენებლობას საპროექტო კომპანია საქტრანსპროექტი აწარმოებდა.

მოსაცდელ დარბაზში კედლებზე მეტროს მშენებელთა პატივსაცემად შექმნილი ჰორელიეფური გამოსახულებებია.

Categories: Uncategorized | დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.